ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ცხრილის ფსკერზე დაეშვა

0
11

„ჰაიდენჰაიმმა“ გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში მეორე ეტაპის განახლების შემდეგ, ზედიზედ მეორე თამაში წააგო. მე-17 ტურში „ჰაიდენჰაიმი“ სტუმრად „მაინც“ შეხვდა და 1:2 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, რომელსაც ტრავმა გასული წლის ნოემბრიდან აწუხებს, გუნდის განაცხადში ისევ ვერ მოხვდა.
მატჩის 30-ე წუთზე „მაინციდან“ ანგარიში ვიდმერმა გახსნა, ხოლო 49-ე წუთზე ამირიმ მასპინძლების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. მე-60 წუთზე შიმერმა ერთი ბურთი გაქვით და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. „ჰაიდენჰაიმს“ ბოლო ოთხი ტურია არ მოუგია (1 ფრე და 3 წაგება) – 12 ქულით ბოლო მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი