გორდეზიანი ისევ საბერძნეთში ითამაშებს

0
13

ვასილიოს გორდეზიანი კარიერას ისევ საბერძნეთში განაგრძობს. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელს თბილისის „დინამოსთან“ კონტრაქტი ამოეწურა და საბერძნეთის რანგით მეორე ლიგის „ელას სიროუსში“ ითამაშებს.
გორდეზიანი პაოკის აკადემიის აღზრდილია. მას ბერძნული კლუბის თითქმის ყველა ასაკობრივ გუნდში უთამაშია, ხოლო პირველი გუნდის მაისური კი ორჯერ მოირგო.
2024 წელს „დინამოში“ გადასვლამდე გორდეზიანი ბოლოს პაოკ B-ში ასპარეზობდა, რომელიც საბერძნეთის რანგით მეორე ლიგაში გამოდის. საერთო ჯამში ახალგაზრდა ცენტრალურ თავდამსხმელს პაოკ B-ში 45 მატჩი აქვს ჩატარებული, მის ანგარიშზე 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა. მან 2024-2025 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბოსნიის „სარაევოში“ გაატარა, რის შემდეგ შარშან ზაფხულში „დინამოში“ დაბრუნდა.
ლაშა თაბაგარი