„ტორინო“, რომელშიც საბა საზონოვი ირიცხება, იტალიის თასის 1/8-ფინალში სტუმრად „რომას“ შეხვდა და 3:2 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი, რომელიც ტრავმის მორჩენის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიშობს, განაცხადში ისევ არ იყო. დიდი ალბათობით მას ტურინელები ზამთრის საგტრანსფერო პერიოდში გაანათხოვრებენ.
განვლილი შეხვედრის 35-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში ჩე ადამსმა გახსნა, ხოლო 46-ე წუთზე ერმოსომ საპასუხო ბურთი გაიტანა. 52-ე წუთზე ჩე ადამსმა დუბლი შეასრულა. 81-ე წუთზე რომაელებიდან თავი არენამ გამოიჩინა. 90-ე წუთზე თურქი ილჰანის გოლით „ტორინო“ 1/4-ფინალში გავიდა.
ლაშა თაბაგარი





