კერიკი „მანჩესტერ იუნაიტედს“ სეზონის ბოლომდე უხელმძღვანელებს

0
12

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად მიმდინარე სეზონის ბოლომდე მაიკლ კერიკი დანიშნეს, რომელმაც 1 იანვარს დათხოვნილი პორტუგალიელი რუბენ ამორიმი შეცვალა. ამის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება.
44 წლის კერიკი „მანჩესტერში“ 2006-2018 წლებში თამაშობდა და 17 ტიტული მოიგო. მათ შორის 5-ჯერ ინგლისის პრემიერლიგაში გაიმარჯვა, ხოლო ერთხელ – ჩემპიონთა ლიგაში.
კარიერის დასრულების შემდეგ, ის 2018 წელს „იუნაიტედის“ სამწვრთნელოს შტაბს შეუერთდა და როგორც პორტუგალიელი ჟოზე მოურინიოს, ასევე ნორვეგიელი ოლე-გუნარ სულშერის თანაშემწე იყო. სულშერის გაშვების შემდეგ, კერიკი მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ასრულებდა. იგი 2002-2025 წლებში „მიდლსბროს“ ავარჯიშებდა.
ლაშა თაბაგარი