ქოჩორაშვილი პორტუგალიის ლიგის თასიდან გავარდა

0
4

ლისაბონის „სპორტინგი“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის ლიგის თასიდან გავარდა. 1/2-ფინალში ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი შინ „ვიტორია გიმარაეშთან“ 1:2 დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ჩაერთო, ხოლო 8 წუთში ყვითელი ბარათი.
მატჩის მე-14 წუთზე მასპინძლები კოლუმბიელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა დააწინაურა, ხოლო ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში ნდოიემ გაათანაბრა. 9 წუთში ნდოიემ დუბლი შეასრულა და „ვიტორია გიმარაეში“ ფინალში გაიყვანა.
ლაშა თაბაგარი