ერიკ ტენ ჰაგი „ტვენტეს“ ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს

0
3

ერიკ ტენ ჰაგი ნიდერლანდების ერედივიზიონში მოასპარეზე ენსხედეს „ტვენტეს“ ტექნიკურ დირექტორად დანიშნეს. მან კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდე გააფორმა, ხოლო მოვალეობის შესრულებას მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან შეუდგება.
ტენ ჰაგი „ტვენტეში“ 1989-1990 და 1992-1994 წლებში თამაშოვდა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ის 2002 წელს სათავეში ენსხედელთა 17-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა.
55 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი 2025 წლის 1 ივლისიდან 2 სექტემბრამდე ლევერკუზენის „ბაიერს“ ავარჯიშებდა. ტენ ჰაგი 2017-2022 წლებში ამსტერდამის „აიაქსს“ ხელმძღვანელობდა და ნიდერლანდების ჩემპიონატის ოქროს მედლები სამჯერ მოიპოვა, ხოლო თასი ორჯერ აიღო. გარდა ამისა, ნიდერლანდების სუპერთასს ერთხელ დაეუფლა.
ნიდერლანდელი 2022-2024 წლებში „მანჩესტერ იუნაიტედს“ წვრთნიდა, რომელსაც ინგლისის ასოციაციის თასი და ლიგის თასი მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი