„ჩელსის“ ლიამ როსენიორი გაწვრთნის

0
3

ლონდონის „ჩელსის“ ლიამ როსენიორი გაწვრთნის, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 41 წლის ინგლისელმა სპეციალისტმა კონტრაქტი 2032 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მან იტალიელი ენცო მარესკა შეცვალა, რომელიც 1 იანვარს დაითხოვეს.
41 წლის როსენიორი 2024 წლის ზაფხულიდან დან ლიგა 1-ში მოასპარეზე „სტრასბურგს“ ავარჯიშებდა, რომელიც ფაქტობრივად „ჩელსის“ ფარმ-კლუბია. მანამდე, ის ინგლისის ქვედა ლიგებში მოასპარეზე „დერბი ქაუნთის“ და „ჰალს“ წვრთნიდა.
ლაშა თაბაგარი