ირაკლი ბუღრიძემ გორის „დილა“ დატოვა, რის შესახე საქართველოს ვიცეჩემპიონის პრესსამსახური იუწყება.
28 წლის გარემარბმა გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან გუნდთან ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი და სლავა მეტრეველის სუპერთასი მოიგო. ბუღრიძე „დილაში“ ბოლო ორი სეზონი გამოდიოდა, ხოლო მანამდე 2021 წელს თამაშობდა.
გარდა ამისა, ის თბილისის „ლოკომოტივში“, საჩხერის „ჩიხურაში“, ბელგიის „ბეერსხოტში“, თბილისის „დინამოში“, ქუთაისის „ტორპედოში“ და ყაზახეთის „ყიზილჟარში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი





