კვარაცხელიამ პარიზული დერბი გამოტოვა

0
8

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-17 ტურში ვერ დაეხმარა. ამის მიზეზი ტრავმაა, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ვარჯიშზე მიიღო. ის შინ „პარიზთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
უშუალოდ შეხვედრას რაც შეეხება, მასპინძლები 45-ე წუთზე დეზირე დუემ დააწინაურა. 51-ე წუთზე ჟებელმა პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 53-ე წუთზე უსმან დემბელემ „პარიზის“ კარი აიღო და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. მოქმედი ჩემპიონი პსჟ 39 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე და ლიდერ „ლანსს“ ქულით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი