კრეტას ოფი, რომელშიც ლევან შენგელია თამაშობს, საბერძნეთის სუპერთასს ვერ დაეუფლა. კრეტელები სუპერთასისთვის მატჩში ბერძნული ფეხბურთის გრანდ პირეოსის „ოლიმპიაკოსს“ დაუპირისპირდნენ და 0:3 დამარცხდნენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. 30 წლის შენგელიამ მიმდინარე სეზონში საბერძნეის სუპერლიგაში 13 მატჩში ჩაატარა და გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
სუპერთასის შეხვედრას რაც შეეხება, ძირითადი დრო უგოლოდ დასრულდა და დამატებითი 30 წუთი დაინიშნა. 105-ე წუთზე „ოლიმპიაკოსიდან“ ანგარიში მეჰდი ტარემიმ გახსნა, რომელმაც პენალტი გაიტანა. ორ წუთში თავი კალეგოროპულოსმა გამოიჩინა, ხოლო 113-ე წუთზე ოფი-ს კარი იაზიჩიმ აიღო. ცნობისთვის, „ოლიმპიაკოსმა“ ოფი გასულ სეზონში თასის ფინალში 2:0 დამარცხა.
ლაშა თაბაგარი





