ლომინაძეს „ბენფიკასთან“ თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს

0
5

„ეშტორილი“, რომელშიც ნოდარ ლომინაძე თამაშობს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-17 ტურში სტუმრად ლისაბონის „ბენფიკასთან“ ორბურთიანი სხვაობით დამარცხდა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია. მატჩის 34-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში პავლიდისმა გახსნა, რომელმაც პირველი ტაიმისთვის დამატებულ წუთზე დუბლი შეასრულა. შესვენებაზე გასვლამდე „ეშტორილიდან“ ერთი ბურთი ჟოაო კარვალიომ გაქვითა. მე-80 წუთზე პავლიდისმა ჰეთ-თრიქი მიითვალა. „ეშტორილს“ 20 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი