გაგნიძე სეგუნდას ერთ-ერთ ლიდერთან არ ათამაშეს

0
6

ლუკა გაგნიძეს, რომელიც „გრანადაში“ ირიცხება, მიმდინარე წლის პირველ მატჩში მოედანზე გასვლის საშუალება არ მისცეს. ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის მე-20 ტურში გრანადელები სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფ „ალმერიას“ დაუპირისპირდნენ და ერთბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ.
მასპინძლები შეხვედრის 25-ე წუთზე დაწინაურდნენ, ხოლო სტუმრებმა საპასუხო ბურთი მე-40 წუთზე გაიტანეს. 64-ე წუთზე „ალმერია“ ისევ წინ გავიდა, ხოლო ათ წუთში ანგარიშში სხვაობა ორბურთიანი გახდა. „გრანადამ“ მატჩის ბოლო გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-9 წუთზე გაიტანა. „გრანადა“ 21 ქულით 22-გუნდიან ჩემპიონატში მე-19 ადგილზეა, რაც გასავარდნ ზონაში ყოფნას ნიშნავს.
ლაშა თაბაგარი