ხვიჩა კვარაცხელია სტატისტიკური ინტერნეტ პორტალის Sofascore-ს ვერსიით, საფრანგეთის ლიგა 1-ის 2025 წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
24 წლის კვარაცხელიამ, რომელიც პარიზულ გრანდს იანვარში შეუერთდა, 2025 წელს საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის თასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენთაშორისო თასი მოიგო. გარდა ამისა, მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში ითამაშა, სადაც პსჟ ლონდონის “ჩელსისთან” დამარცხდა. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელს მეხუთედ გახდა.
ლიგა 1-ის სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:
მეკარე: ჟორჟე პეტროვიჩი („სტრასბურგი“).
მცველები: ადრიენ ტრიუფერი („რენი“), ლუკას ბერალდო (პსჟ), ალეშანდრო („ლილი“), არონ დიონუმი („ტულუზა“).
ნახევარმცველები: ანდრეი სანტოსი („სტრასბურგი“), ვიტინია (პსჟ), ადრიენ რაბიო („მარსელი“).
თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ), ამინ გუირი („მარსელი“), მეისონ გრინვუდი („მარსელი“).
ლაშა თაბაგარი





