მარიო ბალოტელის არაბეთის გაერთიანებული საამიროების რანგით მეორე დივიზიონის კლუბი „ალ-იტიფაკში“ ეპატიჟებიან.
იტალიის ეროვნული ნაკრების ექსფორვარდმა ბოლოს „ჯენოას“ შემადგენლობაში 2024 წლის 21 დეკემბერს იტალიის სერია A-ში „ნაპოლის“ წინააღმდეგ ითამაშა.
მანამდე, ბალოტელი ისეთ ცნობილ კლუბებში გამოდიოდა, როგორიც მილანის „ინტერი“, „მანჩესტერ სიტი“, „მილანი“ და „ლივერპულია“. მან „სკუადრა აძურაში“ ჩატარებულ 36 მატჩში 14 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი





