წყალტუბოს “სამგურალმა” 19 წლის ნახევარმცველი ცოტნე ბერელიძე დაიმატა, რომელმაც გასული სეზონი თბილისის “დინამოში” გაატარა. წყალტუბოელთა პრესსამსახურის ინფორმაცით, მან კონტრაქტი გააფორმა. ის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და 2025 წელს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 19-ჯერ ითამაშა.
ბერელიძე საქართველოს 17-წლამდელთა და 19-წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა, ხოლო წელს 21-წლამდელთა ნაკრებში ევროპის 2027 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ერთხელ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი





