წიტაიშვილი „მეცში“ თვის საუკეთესო ფეხბურთელია

0
28

გიორგი წიტაიშვილი „მეცის“ დეკემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ფრანგული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, გულშემატკივრებს შორის ჩატარებულ გამოკითხვაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა გაიმარჯვა.
წიტაიშვილმა, რომელიც „მეცის“ სასტარტოში დამკვიდრდა, დეკემბერში ერთი გოლი გაიტანა – მოქმედი ჩემპიონის ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ს კარი აიღო. ის საფრანგეთის ლიგა 1-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და 16 შეხვედრაში 2 გოლის გარდა, 1 საგოლე პასი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი