რატი არდაზიშვილმა „გაგრა“ დატოვა და მომავალ სეზონში ჩინეთის რანგით მეორე ლიგის „გუანგმი ჰენგჩემში“ ითამაშებს.
27 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონში გაგრელთა შემადგენლობაში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
ის კარიერის განმავლობაში ასევე საჩხერის „ჩიხურაში“, ლვოვის „რუხში“, „თელავში“, ყაზახურ „კასპიისა“ და „ჟეტისუში“, ლატვიურ „ლიეპაიაში“, „სამტრედიასა“ და აზერბაიჯანულ „ქიაფაზში“ გამოდიოდა.
არდაზიშვილს საქართველოს 17-წლამდელთა, 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებში უთამაშია.
ლაშა თაბაგარი





