წიტაიშვილი და აბუაშვილი თასის 1/16-ფინალში გავიდნენ

0
6

„მეცი“, რომელის საფრანგეთის ლიგა 1-ში ბოლო ადგილზეა, თასის 1/16-ფინალში გავიდა. 1/32-ფინალში მეცელები საფრანგეთის რანგით მე-5 ლიგის ბინადარ „ბისაიმს“ შეხვდნენ და 3:0 გაიმარჯვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში წიტაიშვილი მოხვდა, რომელიც 68-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო აბუაშვილი თამაშში 71-ე წუთზე ჩაერთო.
მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში ბუბქარ ტრაორემ გახსნა, რომელმაც 46-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 65-ე წუთზე მასპინძლების კარი სადიბუ სანემ აიღო.
„მეცი“ მომდევნო თამაშს 2026 წლის 4 იანვარს საფრანგეთის ჩემპიონატში სტუმრად „ლორიანთან“ ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი