ირაკლი ეგოიანმა „ექსელსიორს“ ნიდერლანდების ერედივიზიონში მოაგებინა. მე-17 ტურში როტერდამელებმა სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფი „ზვოლე“ მიიღეს და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველის წყალობით სამი ქულა აიღეს – 2:1.
ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა, რაც მიმდინარე სეზონში არაერთხელ მოხდა და 78-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილი ერთ მცველს გაცდა, რის შემდეგ მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაიტანა. ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა და “კრალინგენის ვარსკვლავების” პრიზი მიიღო. გარდა ამისა, ტურის სიმბოლურ ნაკრებში მეორედ მოხვდა. პირველად სიმბოლურში სტუმრად ამსტერდამის “აიაქსთან” გამარჯვების შემდეგ შეიყვანეს. მან ჩემპიონატში ჩატარებულ 13 მატჩში 2 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. „ექსელსიორი“ 19 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





