კვარაცხელია წლის ბოლო მატჩში დაასვენეს

0
7

პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასვენა და საფრანგეთის თასის 1/32-ფინალში რანგით მე-5 ლიგაში მოასპარეზე „ფონტენესთან“ განაცხადში არ შეიყვანა.
პარიზელებმა ნანტში ჩატარებული შეხვედრა 4:0 მოიგეს. მატჩის 25-ე წუთზე ანგარიში დეზირუ დუემ გახსნა, ხოლო 34-ე წუთზე უსმან დემბელემ პენალტი გაიტანა.
53-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა პორტუგალიის ნაკრების ფორვარდმა გონსალუ რამუშმა გაზარდა, რომელმაც ხუთ წუთში დუბლი შეასრულა.
პსჟ მომდევნო მატჩს საფრანგეთის ლიგა 1-ში 2026 წლის 4 იანვარს შინ „პარიზთან“ ჩაატარებს, რომელიც ელიტაში წელს დაბრუნდა.
ლაშა თაბაგარი