ლოჩოშვილმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულა

0
21

„ნიურნბერგმა“, რომელშიც ლუკა ლოჩოშვილი გამოდის, გერმანიის მეორე ბუნდესლიგის პირველი წრე გამარჯვებით დაამთავრა. მე-17 ტურში ნიურნბერგელებმა „ჰანოვერი“ მიიღეს და მინიმალური სხვაობით აჯობეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შეხვედრის მე-19 წუთზე სტუმრები კალმანმა დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე ლუბახმა საპასუხო გოლი გაიტანა მეორე ტაიმის დაწყებიდან ოთხ წუთში მასპინძლებიდან თავი ზომამ გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ნიურნბერგმა“ 22 ქულით პირველი წრე 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-8 ადგილზე დაასრულა. ლოჩოშვილის გუნდი მომდევნო თამაშს 2026 წლის 17 იანვარს სტუმრად გათამაშების ერთ-ერთ ლიდერ „ელვერსბერგთან“ გამართავს.
ლაშა თაბაგარი