საფრანგეთის ლიგა 2-ში მოასპარეზე „სენტ-ეტიენი“, რომლის შეტევის ლიდერი ზურიკო დავითაშვილია, თასიდან გავარდა. 1/32-ფინალში „სენტ-ეტიენი“ სტუმრად ლიგა 1-ის წარმომადგენელ „ნიცას“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში ზუმანა დიალომ გახსნა. 45-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა 45-ე წუთზე პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. 72-ე წუთზე მასპინძლებიდან გოლი სანსონმა გაიტანა და დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა.
დავითაშვილმა ლიგა 2-ის პირველ წრეში 15 მატჩი ჩაატარა და 8 გოლის გატანის გარდა, 1 საგოლე პასი გააკეთა. ის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირებში „ტრუას“ მაროკოელ ფორვარდ ტავფიკ ბენტაუბისთან ერთად ლიდერობს. „სენტ-ეტიენი“ 30 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორეა და 5 ქულით „ტრუას“ ჩამორჩება. “სენტ-ეტიენი” მომდევნო შეხვედრას 2026 წლის 3 იანვარს სტუმრად “ლე მანთან” ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





