ქოჩორაშვილი პორტუგალიის თასის 1/4-ფინალშია

0
14

ლისაბონის „სპორტინგი“, რომელშიც გიორგი ქოჩორაშვილი გამოდის, პორტუგალიის თასის 1/4-ფინალში გავიდა.
1/8-ფინალში პორტუგალიის მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „სანტა კლარას“ შეხვდა და 3:2 აჯობა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 75-ე წუთზე ჩაერთო. მატჩის ძირითადი დროს 2:2 დასრულდა, ხოლო დამატებით დროში ლისაბონელებმა გამარჯვების გოლი გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი