სოლომონ კვერკველია მომავალ სეზონში ქუთაისის „ტორპედოში“ აღარ ითამაშებს. ამის შესახებ რიონისპირელთა პრეზიდენტმა დავით კერესელიძემ განაცხადა.
საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი მცველი ქუთაისელებს მიმდინარე წლის თებერვალში შეუერთდა და კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 25 მატჩში 2 გოლი გაიტანა. მან საქართველოს თასზე და კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე 2-2 შეხვედრა გამართა.
კვერკველი კარიერის განმავლობაში , ასევე რუსეთის პრემიერ ლიგაში ყაზანის „რუბინში“, მოსკოვის „ლოკომოტივში“, ვოლგოგრადის “როტორში”, უკრაინის ხარკოვის “მეტალისტში”, “გაგრაში”, აზერბაიჯანის ბაქოს “ნეფთჩიში” და საუდის არაბეთის “ალ ხდუდში”გამოდიოდა. კვერკველია საქართველოს ნაკრებში 65 მატჩში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. ის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ორჯერ დაასახელეს – 2914 და 2017 წლებში.
მან რუსეთის ჩემპიონატში და თასზე 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, ჩემპიონთა ლიგაში 10-ჯერ ითამაშა, ხოლო ევროპა ლიგაში 23-ჯერ.
კვერკველიამ რუსეთის ჩემპიონატი მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ერთად ერთხელ მოიგო (2017-2018 წლების სეზონში), ხოლო თასს 2-ჯერ (2016-2017, 2018-2019) დაეუფლა. გარდა ამისა, მოსკოველებთან ერთად სუპერთასი ერთხელ მოიპოვა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა რუსეთის თასი ყაზანის „რუბინის“ შემადგენლობაშიც მოიპოვა – 2011-2012 წლების სეზონში.
ლაშა თაბაგარი





