ევროშესარჩევში 19-წლამდელთა და 17-წლამდელთა მეტოქეები ცნობილია

0
15

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას სათაო ოფისში ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ჩატარდა, როლმლის შედეგად საქართველოს 17 და 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებების მეტოქეები გაირკვა 2027 წელს გასამართი ევროპის ჩემპიონატებისთვის.
19-წლამდელთა ნაკრები ივნისში ახალი ფორმატის შესარჩევ ციკლში მიიღებს მონაწილეობას. ახალი ფორმატის მიხედვით, საკვალიფიკაციო ეტაპი 3-რაუნდიანი გახდა და A და B ლიგებად დაიყო. ფინალურ ეტაპზე, მესამე რაუნდში, ჯგუფის გამარჯვებული 7 გუნდი მოხვდება, რომლებსაც მერვე გუნდად მასპინძელი ქვეყანა დაემატებათ.
U19 [2008]: ზურაბ ხიზანიშვილის 19-წლამდელები 3-გუნდიან ჯგუფში – მონტენეგროს და ისლანდიას დაუპირისპირდებიან. პირველი რაუნდის მატჩებს 3-9 ივნისს საქართველო უმასპინძლებს.
ასევე დღესვე გამოვილნდა 17-წლამდელთა მეტოქე გუნდები – ალექსანდრე კობახიძის 17-წლამდე (2009 წელს დაბადებულები) ნაკრები გაზაფხულზე სარეიტინგო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო გიორგი ჩიტაურის გაწვრთნილი გუნდი (2010 წელს დაბადებულები), 2026 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩაერთვებიან.
U17 [2009]: ალექსანდრე კობახიძის გუნდი – უელსს, სან მარინოს და ანდორას შეხვდება. სარეიტინგო ტურნირის მატჩებს 11-17 აპრილს სან მარინო უმასპინძლებს.
U17 [2010]: გიორგი ჩიტაურის გუნდი 3-გუნდიან ჯგუფში – ყაზახეთს და ავსტრიას დაუპირისპირდება. შესარჩევი ციკლის მატჩებს 11-17 ნოემბერს, საქართველო უმასპინძლებს.
2009 წელს დაბადებულთა ფორმაციის 17-წლამდელთა ნაკრებმა თუ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, მომდევნო ფორმაციის 19-წლამდელთა ნაკრები შესარჩევი ციკლის პირველ რაუნდს A ლიგაში დაიწყებს.
ლაშა თაბაგარი