კაშია „სლოვანს“ გამარჯვებაში გოლით შეეწია

0
13

გურამ კაშიამ ბრატისლავას „სლოვანის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში სლოვაკეთის ჩემპიონატში თავისი პირველი გოლი გაიტანა. მე-16 ტურში „სლოვანმა“ „მიხალოვცეს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. 68-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, ბლექმენმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და შეტევაში ჩართულმა კაშიამ თავით გაიტანა – 1:1. შეგახსენებთ, რომ მან გასულ კვირაში კონფერენს ლიგის ფაზის მე-4 ტურში ესპანეთის „რაიო ვალეკანოს“ (2:1) კარი აიღო.
„სლოვანს“ ტოლიჩმა მოაგებინა, რომელმაც 62-ე წუთზე უმცირესობაში დარჩენილ „მიხალოვცეს“ ორი გოლი გაუტანა – ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, ხოლო ოთხ წუთში დუბლი შეასრულა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
ლაშა თაბაგარი