მესიმ პუშკაშის რეკორდი მოხსნა

0
16

„ინტერ მაიამის“ არგენტინელმა კაპიტანმა ლიონელ მესიმ კარიერაში გაკეთებული საგოლე პასების რაოდენობით ლეგენდარული უნგრელი ფერენც პუშკაშის რეკორდი მოხსნა.
38 წლის სამხრეთ ამერიკელმა MLS თასის 1/2-ფინალში „ნიუ იორკ სიტისთან“ 5:1 მოგებულ მატჩში ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა. ამრიგად, მის ანგარიშზე 1136 მატჩში, რომელიც „ბარსელონაში“, პსჟ-ში, „ინტერ მაიამიში“ და არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 405 საგოლე პასია. ცნობისთვის მის ანგარიშზე ასევე 907 გოლია. პუშკაშმა, რომელიც „რეალში“, უნგრეთისა და ესპანეთის ნაკრებებში გამოდიოდა, 404 საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ინტერ მაიამი“ არსებობის ისტორიაში MLS თასის ფინალში პირველად გავიდა. მანამდე, გუნდი 2022 და 2024 წლებში პლეი-ოფს პირველ რაუნდში გამოეთიშა. „ინტერ მაიამის“ მეტოქე „სან დიეგოსა“ და „ვანკუვერ უიაითკეპსის“ გამარჯვებულს შორის გაირკვევა. ფინალის მომგები გუნდი MLS-ის ჩემპიონი გახდება.
ლაშა თაბაგარი