„დუნაისკა სტრედამ“, რომელშიც მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე და ფორვარდი გიორგი გაგუა გამოდიან, სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-16 ტურში გასვლაზე „ტრენჩინს“ 3:0 აჯობა.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებიდან სასტარტო შემადგენლობაში არცერთი იყო – კაპანაძე თამაშში 37-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო გაგუეა 46-ეზე. სტუმრებმა პირველ ტაიმში ანგარიში გახსნეს, ხოლო შესვენების შემდეგ კიდევ ორი ბურთი გაიტანეს. „დუნაისკ სტრედა“ 32 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-3 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





