„ლივერპულმა“ „ვესტ ჰემთან“ მოიგო – მამარდაშვილი თადარიგში იყო

0
5

„ლივერპულმა“ პრემიერლიგაში ზედიზედ ორი მატჩის წაგების შემდეგ, მე-13 ტურში სამი ქულა სტუმრად ლონდონის „ვესტ ჰემთან“ აიღო. ამჯერად, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარეს გიორგი ლორიას სასტარტოში ადგილი არ ანდეს და ბრაზილიელმა ალისონმა ითამაშა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის მე-60 წუთზე მასპინძლების კარი შვედმა ფორვარდმა ალექსანდერ ისაკმა აიღო, რომელიც „ლივერპულს“ ზაფხულში შეუერთდა და პრემიერლიგაში თავისი პირველი გოლი გაიტანა.
83-ე წუთზე არასპორტული საქციელისთვის ყვითელი ბარათი ლონდონელთა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ლუკას პაკეტამ მიიღო, რომელმაც ერთ წუთში იმავე გაიმეორა და გააძევეს. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ვესტ ჰემის“ კარი კოდი გაკპომ აიღო და თავის გუნდს სამი ქულა გაუნაღდა.
მოქმედი ჩემპიონი „ლივერპული“ 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი