პელეგრინიმ „ბეტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

0
16

მანუელ პელეგრინიმ „ბეტისთან“ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, რის შესახებ ესპანური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 72 წლის ჩილელი სპეციალისტი გუნდს 2027 წლის ივნისის ბოლომდე გაწვრთნის.
პელეგრინი „ბეტისს“ სათავეში 2020 წლის ზაფხულში ჩაუდგა. მან სევილიელებს 2022 წელს ესპანეთის თასი მოაგებინა და გარდა ამისა, ზედიზედ 5-ჯერ ევროთასებზე გაიყვანა. გასულ სეზონში „ბეტისი“ არსებობის ისტორიაში პირველად უეფას კონფერენციის თასის ფინალში ითამაშა, სადაც “ჩელსისთან” 1:4 დამარცხდა.
პელეგრინიმ „ბეტისის“ მთავარი მწვრთნელის რანგში კლუბის ისტორიაში ესპანეთის ჩემპიონატში ყველაზე მეტი თამაში ჩაატარა და ყველაზე მეტჯერ მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი