„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირჯილ ვან დაიკმა მიმდინარე სეზონში გუნდის მიერ ნაჩვენები ცუდი შედეგის ფონზე გულშემატკივრებს მიმართა.
„ჩვენ ამ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გვაქვს, რომელსაც გავუმკლავდებით. ჩემი გუნდის მთელი გულით მჯერა. ჩვენ უბრალოდ არაფერი გამოგვდის – ყველაფრისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ეს მომენტი გამონაკლისი არაა. არ დავნებდებით.
ყველა გამოწვევა ახალი შანსია. ჩვენ ერთად უნდა გავიზარდოთ, მხარი დავუჭიროთ და საკუთარი ძალა ვაჩვენოთ. გულშემატკივრები ჩვენს მხარდაჭერას აგრძელებენ. ერთმანეთს ისევ ვჭირდებით როგორც არასოდეს
– იუწყება ნიდერლანდელი ცენტრალური მცველის ნათქვამს „ლივერპულის“ პრესსამსახური.
„ლივერპულმა“, რომლის კარს გიორგი მამარდაშვილი იცავს ზედიზედ სამი თამაში წააგო – ორი პრემიერლიგაში, ხოლო ერთი ჩემპიონთა ლიგაში.
„ლივერპული“ მიმდინარე სეზონში ათჯერ დამარცხდა, იმდენჯე რამდენჯერაც მთელი გასული სეზონის განმავლობაში. გარდა ამისა, 1992 წლის შემდეგ პირველად, მერსისაიდელებმა ზედიზედ სამ შეხვედრაში სამი ან მეტი გოლი პირველად გაუშვეს.
ლაშა თაბაგარი





