წიტაიშვილი და აბუაშვილი შინ “რენთან” დამარცხდნენ

0
5

მეცი“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი და გიორგი აბუაშვილი გამოდიან, საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-14 ტურში შინ „რენს“ შეხვდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბებიდან სასტარტო შემადგენლობაში წიტაიშვილი მოხვდა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ წინა ტურში მან საფრანგეთის ჩემპიონატში თავისი სადებიუტო გოლი გაიტანა. აბუაშვილი შეცვლაზე 88-ე წუთზე შევიდა. „მეცი“ 11 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში ბოლოსწინაა.
ლაშა თაბაგარი