
პსჟ-ს მარცხენა მცველ ნუნუ მენდეშის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. პორტუგალიელი მცველი ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-5 ტურში შინ „ტოტენჰემთან“ 5:3 მოგებული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
„ტოტენჰემთან“ მატჩის დროს მარჯვენა ბარძაყის მსუბუქი ტრავმის მიღების შემდეგ, ნუნუ მენდეში უახლოესი რამდენიმე დღე იმკურნალებს“ – იუწყება პარიზული კლუბის პრესსამსახური.
23 წლის მენდეშმა მიმდინარე სეზონში პსჟ-ს მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 16 მატჩში 4 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




