„უდინეზემ“ პარმაში მოიგო – გოგლიჩიძე თამაშში არ ჩართულა

0
6

„უდინეზემ“, რომელსაც საბა გოგლიჩიძე ზაფხულში შეუერთდა, იტალიის სერია A-ს მე-13 ტურში სტუმრად „პარმასთან“ სამი ქულა აიღო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სათადარიგო შემადგნელობაში იყო, მაგრამ თამაშში არ ჩართულა.
მატჩის მე-11 წუთზე სტუმრები ნიკოლო ძანიოლომ დააწინაურა. 64-ე წუთზე „პარმას“ უხეშობისთვის მცველი ტროილო გაუძევეს. 65-ე წუთზე მსაჯმა მასპინძლების კარში პენალტი დანიშნა, რომელიც კეინან დევისმა გამოიყენა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მესამე წუთზე უდინელების სათადარიგოთ სკამზე მყოფმა რუნიაიჩმა წითელი ბარათი მიიღო. „უდინეზე“ 18 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი