კვარაცხელიას უიღბლო სტუმრობა მონაკოში

0
7

პსჟ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარაცხელიაა, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში მეორედ დამარცხდა. მოქმედი ჩემპიონი „მონაკოს“ ესტუმრა და მატჩის ბედი ერთმა გოლმა გადაწყვიტა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 76-ე წუთზე შეცვალეს. კავარცხელიას გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც მეტოქის საჯარიმოში შეჭრილმა მარცხენა მახვილი კუთხიდან დაარტყა და მეკარემ ბურთი მოიგერია. მანამდე, ხვიჩა მასპინძლების კარს ორჯერ დაემუქრა – ერთხელ მისი დარტყმული მცველმა დაბლოკა, ხოლო მეორედ მეკარემ იყოჩაღა.
მასპინძლებიდან გამარჯვების ბურთი 68-ე წუთზე იაპონელმა მინამინომ შეაგდო. მე-80 წუთზე უხეში თამაშისთვის მასპინძლებს მცველი კერერი გაუძევეს, მაგრამ პარიზელებმა მატჩი მაინც ვერ გადაარჩინეს. პსჟ 30 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია და 2 ქულით ასწრებს „მარსელს“, რომელმაც ერთი თამაშით ნაკლები ჩაატარა.
ლაშა თაბაგარი