ეგოიანის გუნდის ზედიზედ მეორე გამარჯვება

0
15

„ექსელსიორმა“, რომლის ღირსებას ირაკლი ეგოიანი იცავს. ნიდერლანდები ერედივიზიონში ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. მე-14 ტურში როტერდამელებმა „ბრედას“ უმასპინძლეს და მინიმალური ანგარიშით აჯობეს,
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან გამარჯვების გოლი ნაუიოკსმა გაიტანა, რომელმაც წინ ტურში ამსტერდამში „აიაქსთან“ 2:1 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. „ექსელსიორი“ 16 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-13 პოზიციაზეა.
ლაშა თაბაგარი