თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ 149 პროფესიონალ მსაჯს 8-თვიანი დისკვალიფიკაცია მისცა, რის შესახებ გამოცემა TRT Haber-ი იუწყება.
მსაჯებს საბუკმეკერო კანტორებში ანგარიში ჰქონდათ გახსნილი ფსონების დასადებად. ასევე გაირკვა, რომ 42 რეფერიმ მატჩებზე ათასზე მეტი ფსონი გააკეთა თამაშებზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ 571 არბიტრიდან 371 საბუკმეკერო კანტორებში თამაშობდა.
ლაშა თაბაგარი





