ქართველებმა სლოვაკეთში მოიგეს

0
6

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-3 ტურის გამოტოვებულ შეხვედრაში ბრატისლავას „სლოვანმა“ სტუმრად „კომარნო“ 3:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 24 ქულით 12 გუნდში მეორეა და ლიდერ „ჟილინას“ ქულით ჩამორჩება, მაგრამ ერთი თამაშით ნაკლები აქვს.
მე-4 ტურის გამოტოვებულ მატჩში ტრნავის „სპარტაკი“ თავის მოედანზე „კოშიცეს“ 3:1 სძლია. მასპინძლების სასტარტოში ნახევარმცველი გიორგი მოისწრაფიშვილი იყო, რომელიც 78-ე წუთზე ლუკა ხორხელმა შეცვალა. ტრნაველები 20 ქულით მე-4 პოზიციაზეა არიან.
სლოვაკეთის თასის 1/16-ფინალში „ჟილინამ“ გასვლაზე „სენეცს“ 1:0 აჯობა. გამარჯვებულთა რიგებში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების მცველმა ალექსანდრე ნარიმანიძემ შეუცვლელად ითამაშა.
ლაშა თაბაგარი