პსჟ-ს მესამე ფრე სეზონში – კვარაცხელიამ შეცვლაზე ითამაშა

0
6

პსჟ-მ, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ხვიჩა კვარცახელიაა, მიმდინარე სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში ფრედ მესამე მატჩი დაასრულა. მე-10 ტურში მოქმედი ჩემპიონი სტუმრად „ლოარიანს“ შეხვდა და გუნდებმა გოლები გაცვალეს. პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისევ როტაციას მიმართა და ამჯერად, კვარაცხელია სასტარტოში არ იყო. ის თამაშში 62-ე წუთზე უსმან დემბელეს ნაცვლად ჩაერთო და ბოლო წუთებზე გოლის გატანის შანსი ჰქონდა, როდესაც საჯარიმოს გარედან სახიფათოდ დაარტყა, მაგრამ მეკარემ ბურთი ნახტომში მოიგერია.
შეხვედრის 49-ე წუთზე ანგარიში პარიზელთა მარცხენა მცველმა ნუნუ მენდეშმა გახსნა, ხოლო ორ წუთში მასპინძლებიდან თავი იგორ სილვამ გამოიჩინა. პსჟ 21 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი