კიტეიშვილი თასის 1/4-ფინალში გაჭირვებით გავიდა

0
5

გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის, ავსტრიის თასის 1/4-ფინალში გავიდა. გრაცელებმა სტუმრად რანგით მეორე ლიგის ბინადარი „ადმირა“ პენალტების სერიაში დაამარცხეს და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის მე-11 წუთზე მასპინძლები შმიდტმა დააწინაურა, ხოლო 72-ე წუთზე „ადმირას“ მცველმა მეისლმა ბურთი თავის კარში გაიტანა.
პენალტების სერიაში „შტურმმა“ 10:9 გაიმარჯვა. კიტეიშვილმა პირველი თერთმეტმეტრიანი დაარტყა და გაიტანა.
ლაშა თაბაგარი