გოჩოლეიშვილმა გერმანიის თასზე ზივზივაძეს მოუგო

0
16

„ჰამბურგმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, გერმანიის თასიდან „ჰაიდენჰაიმი“ გამოთიშა, სადაც ბუდუ ზივზივაძე თამაშობს. 1/16-ფინალში ჰამბურგელებმა სტუმრად 1:0 გაიმარჯვეს – 83-ე წუთზე პენალტიდან გოლი გლატზელმა გაიტანა, ხოლო საქართველოს ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. ჩვენი ეროვნული გუნდის ფორვარდი სასტარტოში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ორი ფეხბურთელი გაუძევეს – 44-ე წუთზე ზიერსლებენმა უხეშობისთვის პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, ხოლო 96-ე წუთზე შმიდტმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედანი დატოვა.
ლაშა თაბაგარი