სიგუა გამოჯანმრთელდა და სასტარტოში ითამაშა

0
10

გაბრიელ სიგუა, რომელიც 21-წლამდელთა ნაკრებს ევროშესარჩევში ვერ დაეხმარა, გამოჯანმრთელდა და „ლოზანას“ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. შვეიცარიის სუპერლიგის მე-9 ტურში ლოზანელები სტუმრად „ლუცერნს“ დაუზავდნენ. სიგუა სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს. „ლოზანა“ 9 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-7 ტურში ლიმასოლის „არისმა“ შინ თანაქალაქელ აელს-ს 4 :0 აჯობა. მასპინძლებში საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა. „არისი“ 16 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მესამეა.
დანიის სუპერლიგის მე-12 ტურში „ვეილე“ გასვლაზე „მიდტიულანდთან“ 1:5 დამარცხდა. სტუმრებში ჩვენი 21-წლამდელების ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ტაბატაძემ 71-ე წუთიდან ითამაშა. „ვეილე“ 7 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ბოლოა.
ლაშა თაბაგარი