ლომინაძე პორტუგალიის თასის 1/16-ფინალშია

0
23

„ეშტორილმა“, რომელშიც ნოდარ ლომინაძე თამაშობს, პორტუგალიის თასის 1/32-ფინალში სტუმრად „ბელენენსეში“ 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო. „ეშტორილმა“ ანგარიში 27-ე წუთზე პენალტიდან გახსნა, ხოლო მასპინძლებმა საპასუხო ბურთი 51-ე წუთზე გაიტანეს. სტუმრებმა გამარჯვების გოლი ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-5 წუთზე გაიტანეს.
ლაშა თაბაგარი