კვარაცხელია „ბარსელონასთან“ მატჩს გამოტოვებს

0
12

ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ს ჩემპიონთა ლიგის ფაზის მეორე ტურში 1 ოქტომბერს სტუმრად „ბარსელონასთან“ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. ამის შესახებ ფრანგული გრანდის პრესსამსახური იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერი საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-6 ტურში შინ „ოსერთან“ 2:0 მოგებულ მატჩში დაშავდა და პირველი ტაიმის მერე შეცვალეს. მას ფეხის კუნთი აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფაზის პირველ ტურში ბერგამოს „ატალანტასთან“ 4:0 მოგებულ შეხვედრაში, კვარაცხელიამ ერთი გოლი გაიტანა და საუკეთესო მოთამაშის პრიზიც მიიღო.
ლაშა თაბაგარი