საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ფიფა/კოკა-კოლას სექტემბრის თვის რეიტინგში 68-ე ადგილზეა. წინა რეიტინგთან შედარებით ვილი სანიოლის გაწვრთნილმა გუნდი ერთი პოზიციით ჩამოქვეითდა.
რეიტინგის სათავეში მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი მოექცა, რომელმაც საფრანგეთი ჩაანაცვლა. ფრანგებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, ხოლო არგენტინა პირველიდან მესამეზე ჩამოქვეითდა.
მუნდიალის შესარჩევში ჩვენი გუნდის სხვა მეტოქეები თურქეთი და ბულგარეთი შესაბამისად 27-ეა და 86-ე ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





