თბილისის „დინამოს“ 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა, რომელსაც დავით გელაშვილი წვრთნის, უეფას ახალგაზრდულ ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სტუმრად ბოსნიის „ზრინსკისთან“ ჩატარებული შეხვედრა 1:1 დაასრულა.
32-ე წუთზე თბილისელებიდან ანგარიში რეზო დანელიამ გახსნა, რომელმაც ლუკა წულაიას პასი გამოიყენა. მასპინძლებიდან საპასუხო ბურთი თავით „ზრინსკის“ კაპიტანმა დავით კარაჩიჩმა გაიტანა.
90-ე წუთზე „დინამო“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან მარცხენა მცველი ლაშა ხუციშვილი ორი ყვითელი ბარათის მიღებისთვის გააძევეს. თბილისელებმა განვლილი შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
ლი – დიაკონიძე, შათირიშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, წულაია, ბერელიძე (ძნელაძე, 82), დანელია (ელისაშვილი 74), მიქაუტაძე, დოლტმურზიევი (ალექსიძე, 82), ოდიკაძე.
„დინამო“ უეფას ახალგაზრდულ ლიგაზე საპასუხო შეხვედრა შინ 1 ოქტომბერს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი





