„დილამ“ წყალტუბოში დაძაბულ ბრძოლაში გაიმარჯვა

0
12

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 25-ე ტურმა სტარტი წყალტუბოში აიღო, სადაც ადგილობრივმა „სამგურალმა“ გათამაშების ლიდერ გორის „დილას“ უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.
მატჩის პირველ წუთზე „დილადან“ ანგარიში ბურკინა ფასოელმა ნახევარმცველმა არუნა უატარამ გახსნა. მასპინძლებიდან მე-15 წუთზე საპასუხო ბურთი გიორგი ფანცულაიამ გაიტანა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.
მე-80 წუთზე განელი სირილ ედუძი, რომელიც შეცვლაზე შევიდა, ბურთიანად ცენტრიდან ისე გაიქცა, რომ ვერავინ დაეწია და საჯარიმოში შესულმა სტუმრები დააწინაურა – 1:2. ედუძის მატჩის მიწურულს დუბლის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ნოდარ ყალიჩავასთან პირისპირ გასულმა ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა.
იტალიელი დიეგო ლონგოს გაწვრთნილი გორელები 56 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე არიან, ხოლო ბრაზილიელი ტიაგო გომესის ხელმძღვანელობით „სამგურალმა“ 23 ქულა დააგროვა და მეშვიდეა.
სამგურალი 1:2 დილა 
ლაშა თაბაგარი