ლევან შენგელიას პირველი გოლი სეზონში

0
15

ლევან შენგელიამ მიმდინარე სეზონში ოფი-ს მაისურით პირველი გოლი გაიტანა. საბერძნეთის თასის პირველ ტურში ოფი-მ „კავალა“ მიიღო და 3:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული გუნდის გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და  42-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შეჭრილმა შორეულ კუთხეში გაიტანა. მან მიმდინარე სეზონში ჩემპიონატში ორჯერ ითამშა, ხოლო თასზე ერთხელ და თავის ანგარიშზე ერთი გოლი ჩაიწერა.
ლაშა თაბაგარი