კვარაცხელია: „ჩემპიონთა ლიგის ისევე მოგებას ვეცდებით“

0
23

ხვიჩა კვარაცხელიას თქმით, პსჟ შეეცდება უეფას ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მეორედ მოიგოს. მან ამის შესახებ ლიგის ფაზის პირველ ტურში შინ ბერგამოს „ატალანტასთან“ მატჩის შემდეგ Sky Sport-თან განაცხადა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა იტალიელებს საუცხოო გოლი გაუტანა და თამაშის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ხვიჩა კვარაცხელია: „მცირე ტრავმა მქონდა, მაგრამ სამედიცინო სტაფმა ძალიან კარგად იმუშავა. ამიტომ, თამაშისთვის მზად ვიყავი და ძალიან მიხარია, ლამაზი გოლი გავიტანე და მოვიგეთ.
ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგება რთული იქნება. თუმცა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ვეცდებით წინა სეზონში ნაჩვენები შედეგი გავიმეოროთ. ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული.
ჩემპიონთა ლიგაში ნამდვილად ბევრი ძლიერი გუნდია და დაპირისპირება ყველასთან რთული იქნება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვიცით საკუთარი თამაში როგორ ვაჩვენოთ. თუ 90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული ვიქნებით, ვიცით, რომ გამარჯვების შანსი გვაქვს“.
ლაშა თაბაგარი