გაგნიძის გუნდი ლიდერებშია

0
10

უკრაინის პრემიერლიგის მე-5 ტურში კოვალივკას „კოლოსმა“ გასვლაზე ლუგანსკის „ზორიას“ 3:1 აჯობა. ჩვენი ეროვნული გუნდის შუახაზელმა ნიკა გაგნიძემ შეუცვლელად ითამაშა. „კოლოსს“ 13 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში მეორეა – ლიდერ კიევის „დინამოს“ გატანილ-გაშვებული გოლების უარესი სხვაობით ჩამორჩება.
რუმინეთის სუპარლიგის მე-9 ტურში კრაიოვას „უნივერსიტატიამ“, რომელშიც ანზორ მექვაბიშვილი გამოდის, „ფარული“ მიიღო და 2:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ამჯერად სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და თამაშში 73-ე წუთზე ჩაერთო. „უნივერსიტატიას“ 23 ქულა აქვს და 16-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
შვეიცარიის სუპერლიგის მე-6 „ლოზანა“ გასვლაზე „გრასჰოპერს“ შეხვდა და 1:3 წააგო. ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი გაბრიელ სიგუა სასტარტოში ვერ მოხვდა და თამაშში 46-ე წუთზე ჩაერთო.
ლაშა თაბაგარი